generic viagra
generic cialis
generic viagra
buy cialis online
viagra for sale
buy cialis online

კენგურუ

 

მოკლე ისტორია

მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ცნობილმა ავსტრალიელმა მათემატიკოსმა პიტერ ჰოლორანმა (1931 – 1994წ.წ) გადაწყვიტა, მოსწავლეთათვის სახალისო და საინტერესო, ახალი ტიპის მათემატიკური კონკურსი ჩაეტარებინა, კერძოდ, მოიფიქრა ორი მნიშვნელოვანი სიახლე, რომლებმაც აშკარად შეცვალეს ტრადიციული სასკოლო ოლიმპიადები – მან ყველა საკონკურსო ამოცანა სირთულის მიხედვით სამ კატეგორიად დაყო ისე, რომ მარტივი ამოცანები მისაწვდომი იყო ნებისმიერი მოსწავლისათვის; გარდა ამისა, ბავშვებს საკონკურსო დავალება მიეცათ ტესტის ფორმით, რამდენიმე სავარაუდო პასუხით, რომლებსაც შემდეგ კომპიუტერი ასწორებდა. კონკურსი ავსტრალიის ყველა ქალაქსა და ყველა სკოლაში ერთდროულად ჩატარდა და მასში ათასობით მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ძალიან მალე იგი ავსტრალიის პოპულარული ნაციონალური მათემატიკური შეჯიბრი გახდა.

ავსტრალიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, 1991 წელს ორმა ფრანგმა მათემატიკოსმა ეს თამაში საფრანგეთში ჩაატარა; მათ სახალისო და მიმზიდველი ამოცანებისათვის ხაზგასასმელად და თავიანთი ავსტრალიელი მეგობრის პატივსაცემად ამ შეჯიბრს თამაში-კონკურსი ,,კენგურუ” დაარქვეს.

პირველსავე წელს კონკურსმა საფრანგეთის კოლეჯების 120 000 სტუდენტი მიიზიდა, ხოლო 1993 წელს კონკურსანტთა რაოდენობამ 600 000-ს მიაღწია. იმავე წელს ,,კენგურუს” ფრანგმა ორგანიზატორებმა ევროპელ მათემატიკოსთა საერთაშორისო შეხვედრა მოაწყვეს; კონფერენციის მონაწილეებზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ,,კენგურუს” განვითარება-გავრცელებამ საფრანგეთში.

ამრიგად, სწორედ საფრანგეთში ჩაეყარა საფუძველი ყველა ტრადიციული საგნობრივი ოლიმპიადისა თუ ინტელექტუალური შეჯიბრისაგან განსხვავებულ საერთაშორისო მათემატიკურ კონკურს  ,,კენგურუს”, რომლის მონაწილეთა რაოდენობა  ყოველწლიურად იზრდება და ვრცელდება ქვეყნიდან ქვეყანაში, კონტინენტიდან - კონტინენტზე.


ზოგი რამ საერთაშორისო კონკურს ,,კენგურუს” შესახებ

დღევანდელი მსოფლიოს საგანმანათლებლო სივრცის რეალობა არის ის, რომ საერთაშორისო კონკურს ,,კენგურუს” მსოფლიოში ვერც ერთი ოლიმპიადა თუ კონკურსი ვერ უწევს კონკურენციას! ამაში დასარწმუნებლად საკმარისია, გაეცნოთ ქვემოთ ჩამოთვლილ 5 ფაქტორს:

  1. საერთაშორისო მათემატიკური კონკურსი ,,კენგურუ” 2007 წელს შეიტანეს გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე მასობრივი ინტელექტუალური კონკურსი მსოფლიოში; მის მზარდ პოპულარობას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ გასულ წელს მასში მონაწილეობა მიიღო 7 მილიონზე მატმა მოსწავლემ მსოფლიოს 60 ქვეყნიდან;  
  2. საერთაშორისო კონკურს ,,კენგურუს” დევიზია ,,Math Pour Tous”(,,მათემატიკა – ყველასათვის!”); მასში მილიონობით მოსწავლე მონაწილეობს იმისდა მიუხედავად, უყვართ თუ არა მათემატიკა, რადგან ეს კონკურსი არ არის გამიზნული მხოლოდ და მხოლოდ მათემატიკის ნიჭით გამორჩეული მოსწავლეებისათვის; კონკურსის ამოცანები ისე არის შედგენილი, რომ ყოველმა მოსწავლემ, თუნდაც ისეთებმა, რომელთაც ეშინიათ მათემატიკურ ამოცანებთან ,,შეჭიდება”, იპოვოს მათთვის საინტერესო და მისაწვ- დომი საკითხები. კონკურსში გარკვეული წარმატების მისაღწევად საკმარისია სხარტი, ნათელი გონება და გარკვეული დონის მათემატიკური უნარ-ჩვევები.
    საქართველოს ყველა რაიონში ყოველწლიურად ტარდება მათემატიკური ოლიმპიადა; მათში მონაწილეობის მიღება მისაწვდომია ნებისმიერი მოსწავლისათვის. ეს ოლიმპიადები, დაწყებული სასკოლო ოლიმპიადიდან და დამთავრებული რესპუბლიკურით, გამიზნულია იმისათვის, რომ იმ მოსწავლეებს შორის, რომლებიც უკვე დაინტერესებულნი არიან მათემატიკით, გამოვავლინოთ ყველაზე უნარიანი და ყველაზე ნიჭიერი; ცხადია, ქვეყნის სამეცნიერო ელიტის ჩამოყალიბების საქმეში ასეთი ოლიმპიადების როლი უდავოდ დიდია, მაგრამ ამ ოლიმპიადების მიღმა ათეულ ათასობით მოსწავლე რჩება, რადგან საოლიმპიადო ამოცანები, როგორც წესი, გათვლილია იმ მოზარდებისათვის, რომლებიც უკვე დაინტერესებული არიან მათემატიკური იდეებითა და მეთოდებით, აქვთ განსაკუთრებული მიდრეკილება მათემატიკის საგნისადმი; საოლიმპიადო ამოცანები მნიშვნელოვნად სცილდება სასკოლო პროგრამების ფარგლებს.
  3. ,,კენგურუ” წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ყველა ქვეყანაში ერთსა და იმავე დროს, მარტის ბოლოს, ტარდება. კონკურსში გამარჯვებისათვის არ არის საჭირო შესარჩევი თუ ბარიერული ტურების გადალახვა - გამარჯვებულები პირველსავე კონკურსზე ვლინდებიან. 
  4. ყველა ქვეყანაში ,,კენგურუს” მონაწილეებს (ასაკის მიხედვით) ერთი და იგივე ტესტური დავალება ეძლევათ; ვინ ადგენს ,,კენგურუს" სახალისო, ლამაზ და საინტერესო ამოცანებს? ამოცანების შერჩევა ხორციელდება თანამედროვე მსოფლიოს გამოჩენილ მათემატიკოსთა მიერ, ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციებზე; 2010 წლის 13-18 ოქტომბერს ასოციაცია ,,ბალავარსაც" ერგო წილად ასეთი მაღალი დონის სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების პატივი: თბილისს ესტუმრა მსოფლიოს 52 ქვეყნიდან ჩამოსული 130 გამოჩენილი მეცნიერი, რომელთაგან ოთხი, უდიდესი მსოფლიო ჯილდოს -ერდოშის პრემიის ლაურეატი გახლდათ.

    5. ,,კენგურუ” იმითაც არის განსხვავებული სხვა დანარჩენი კონკურსებისაგან, რომ ამ კონკურსში გამარჯვებულები სტანდარტულ საჩუქრებთან ერთად ევროპის ზაფხულის საერთაშორისო ბანაკების საგზურებით ჯილდოვდებიან!


,,კენგურუს” ორგანიზატორი მსოფლიოში

1994 წლის ივლისში, სტრასბურგში, ევროსაბჭოს გენერალურმა ასამბლეამ, 10 ქვეყნის მონაწილეობით, ოფიციალურად დააფუძნა საერთაშორისო ასოციაცია ,,Kangourou Sans Frontieres”(,,კენგურუ – საზღვრებს გარეშე”). ასოციაციის პრეზიდენტად ცნობილი ფრანგი მათემატიკოსი ანდრე დელედიკი აირჩიეს. ამ ღონისძიებას მალე მოჰყვა ბუდაპეშტში შეკრებილი 21 მონაწილე ქვეყნის წარმომადგენელთა მიერ კონკურსის ჩატარების საერთაშორისო წესების, საერთაშორისო ორგანიზაციაში ახალი ქვეყნების გაწევრიანებისა და დაფინანსების პირობების დამტკიცება. ,,კენგურუს” დევიზი გახდა ,,Math Pour Tous” (,,მათემატიკა –ყველასათვის!”).

დღესდღეობით ,,Kangourou Sans Frontieres"-ის აქტიური წევრია მსოფლიოს 46 ქვეყანა, 14 კი ასოცირებული; ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მისია არის მათემატიკის მასობრივი პოპულარიზაცია, ამ საგნისადმი ინტერესის განვითარება მოზარდებში და მათში ზოგადი მათემატიკური კულტურის ჩამოყალიბება. ორგანიზაციამ სათავე დაუდო მსოფლიო მათემატიკურ მოძრაობას, რომელსაც ,,კენგურუს” უწოდებენ.


,,კენგურუს” ორგანიზატორი საქართველოში

საქართველოში კონკურს ,,კენგურუს” ექსკლუზიური ორგანიზატორია საგანმანათლებლო ასოციაცია ,,ბალავარი”, რომელიც 1999 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Kangourou Sans Frontieres”-ის წევრი გახდა და უკვე 14 წელია, ატარებს ,,კენგურუს” საქართველოში, რითაც გარკვეული წვლილი შეაქვს ქვეყნის მოზარდთა ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების საქმეში. ამ ხნის განმავლობაში კონკურს ,,კენგურუში” მონაწილეობა მიიღო 156 000 მოსწავლემ. ამასთან:
  • ასოციაცია ,,ბალავარი” კონკურსის მაღალქულიან მონაწილეებს ყოველწლიურად აჯილდოებს სხვადასხვა საჩუქრით (საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესებით); 
  • ასოციაციამ კონკურს ,,კენგურუში” რესპუბლიკაში I ადგილზე გასული 39 მონაწილე დააჯილდოვა სპეციალური პრიზით - ,,ოქროს კენგურუ”; 
  • ,,ბალავარმა” 134 კონკურსანტს გადასცა საერთაშორისო ბანაკების (საფრანგეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და პოლონეთის) საგზურები (იხ. სურათები);
  • საერთაშორისო მათემატიკურ კონკურს ,,კენგურუში” სამჯერ გამარჯვებული რუსთაველი მოსწავლე შალვა ლომიძე, ასოციაცია ,,ბალავარის” პრეზიდენტის ქ-ნ ლალი ბერძენიშვილის ძალისხმევით უკონკურსოდ, ყოველგვარი მოსამზადებელი კურსების გარეშე, ჩაირიცხა ევროპის ცნობილი სორბონის უნივერსიტეტის (Paris 5, Universite La Sorbonne) მათემატიკის ფაკულტეტზე. 
2007 წელს ,,ბალავარის” პრეზიდენტი ლალი ბერძენიშვილი აირჩიეს საერთაშორისო ასოციაცია ,,Kangourou Sans Frontieres”-ის ვიცე-პრეზიდენტად.

Warning: fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 193.0.6.135:43 (Connection timed out) in /home/balavari/domains/balavarigeorgia.ge/public_html/components/com_joomlastats/count.classes.php on line 1060

Warning: fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 200.3.14.10:43 (Connection timed out) in /home/balavari/domains/balavarigeorgia.ge/public_html/components/com_joomlastats/count.classes.php on line 1060

Warning: fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 196.216.2.20:43 (Connection timed out) in /home/balavari/domains/balavarigeorgia.ge/public_html/components/com_joomlastats/count.classes.php on line 1060